ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2023) / 7-9 ივლისი, 2023

თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი  2017  წლიდან ყოველ წელს მასპინძლობს ახალგაზრდა მკვლევრებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან. სიმპოზიუმის ჩატარების იდეა  ქალბატონ ეკატერინე ნავროზაშვილს —  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

წელს პირველად, სიმპოზიუმის თანაორგანიზატორები არიან  შოთა რუსთაველის  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიური სკოლა.

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება 2023 წლის 7-9 ივლისს. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰუმანიტარული და სხვა  დარგებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები. ამ შედარებით ახალგაზრდა დარგს, რომელიც  სათავეს გასული საუკუნის შუა ხანებიდან იღებს, თსუ-ში უკვე რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო სივრცეებში, მისი კვლევის მთავარ ობიექტად იქცა ქვეყნისა და რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალური პრობლემები. ინტერეს იკულტურის კვლევების მიმართ ყოველწლიურად იზრდება; ვითარდება თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროექტებსა და პროგრამებში. არაერთმა მათგანმა სწავლა გააგრძელა უცხოეთის უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე, რის საშუალებასაც კულტურის კვლევათა ინტერდისციპლინური ხასიათი იძლევა. თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის  პროფესორებისა და სტუდენტების მუშაობის შედეგები სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას.

აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის მიზანია კულტურის კვლევებში აკუმულირებული ცოდნის, აქტუალური პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობათა წარმოჩენა, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარება. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და  არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

ბ) კულტურის კვლევების მრავალფეროვანი შესაძლებლობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ე) ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კულტურათაშორისი ურთიერთობის საკითხები: ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრობლემები;
  • მრავალკულტურული საზოგადოების გამოცდილება და გამოწვევები: ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი საკითხები;
  • ცივი ომის დასრულება და ტრანზიციის პრობლემები;
  • იდენტობა, ნაციონალიზმი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა;
  • წარსულის აღქმა და ინტერპრეტაცია, კოლექტიური მეხსიერება, მეხსიერების პოლიტიკა;
  • კულტურული ტრავმა სხვადასხვა მეცნიერების პერსპექტივიდან;
  • იმპერიული გამოცდილება და მისი გააზრება;
  • რევოლუციები, ტოტალიტარული რეჟიმები, კოლონიალიზმი და პოსტკოლონიალიზმი;
  • ენა, ტექსტი, ავტორი, მკითხველი;
  • წარსულის არტეფაქტები, ძეგლები, ტრადიციები: ისტორიის რეკონსტრუქცია;
  • კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობა;
  • რეგიონული კვლევები: კავკასია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი;
  • გლობალური სამყარო და თანამედროვე გამოწვევები: ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, პოსტკოვიდური მსოფლიო, საერთაშორისო ტერორიზმი, ომი უკრაინაში.
  • აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება. ახალგაზრდული სუბკულტურები.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:
მოხსენება – 20  წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას

მნიშვნელოვანი თარიღები:

სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი:  7-9 ივლისი, 2023

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  30 აპრილი, 2023

მიღებული თეზისების რეცენზირება  – 15  სექტემბერი, 2022  - 15 მაისი, 2023

ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ თეზისების გამოგზავნიდან 1 თვის ვადაში.

სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 30 მაისი, 2023  (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);

მოხსენების სრული ტექსტის გადმოგზავნის ვადაა 30 აპრილი, 2023. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).

პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 30 მაისი, 2023;

თეზისების მოცულობა:  400-500 სიტყვა;

გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო  
გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  

ქართველი მომხსენებლებისთვის – 100 ლარი ;

უცხოელი მომხსენებლებისთვის – 100 ევრო;

ქართველი თანაავტორობისათვის (თითო თანაავტორი) – 50 ლარი;

უცხოელი თანაავტორებისათვის  (თითო თანაავტორი) –   50 ევრო;

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

ანგარიში ეროვნულ ლარში (GEL):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;

მიმღები ბანკი –  სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი – TRESGE22;

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (7 ივლისი, 2023);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (7-9 ივლისი, 2023);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება.

 

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების  ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირები: ირაკლი ჩხაიძე,  ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი,  ნათია ფუტკარაძე, ირინა ნოზაძე.

ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge