ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში / 27-29 მაისი, 2022 (Archive)

ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი  2017  წლიდან ყოველ წლის შემოდგომაზე მასპინძლობს ახალგაზრდა მეცნიერებს. სიმპოზიუმის ჩატარების იდეა  ქალბატონ ეკატერინე ნავროზაშვილს —  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს ეკუთვნის. მიუხედავად პანდემიისა,  კვლავ ვიწვევთ მკვლევრებს   მიმდინარე სასწავლო წლის 27-29  მაისს  ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად როგორც ჰუმანიტარულ, ასევე  მომიჯნავე დარგების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო დისკუსიისათვის.

 

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ჰუმანიტარული დარგების მნიშვნელობის სამეცნიერო არგუმენტაცია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში და ამ საქმეში ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შემავალი ქართველოლოგიური დარგების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

გ) ჰუმანიტარულ დარგებში ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;

ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

    ახალგაზრდა მეცნიერთა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიანი ისტორია თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში. არქეოლოგია თსუ-ში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, ყოველწლიურად იზრდება დაინტერესება უცხოელთა მხრიდან, რაც, ცხადია, გზას უხსნის საერთაშორისო პროექტებსა და თანამშრომლობას. თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების აქტიური სამეცნიერო ჩართულობის ფონზე, უფრო და უფრო იხვეწება კვლევის თანამედროვე მეთოდები არქეოლოგიაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თსუ-ს მიერ განხორციელებული აღმოჩენები მეტად მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო წრისთვის.  აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს არქეოლოგიის აქტუალური საკითხების კვლევა-წარმოჩენა და თანამედროვე მეთოდების გაზიარება დარგში არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური, ინტერდისციპლინური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება პლენარული მომხსენებლების საჯარო ლექციები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერს.

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

  • არქეოლოგია და ისტორია
  • ეთნოლოგია /ანთროპოლოგია
  • ენა და ლიტერატურა
  • ფილოსოფია და რელიგია
  • კულტურა და ხელოვნება
  • ინტერდისციპლინური კვლევები

  სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 რეგლამენტი:
მოხსენება – 20  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

 თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას
აღმასრულებელი კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა ქართველ მეცნიერ-ექსპერტთა ბაზა ჰუმანიტარული მეცნიერებების თითოეული ქვემიმართულებისათვის.

 

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
საკონტაქტო პირები: დავით ნასყიდაშვილინათია ფუტკარაძე და გიორგი ჯღარკავა
ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge

 

სიმპოზიუმის პროგრამა

სიმპოზიუმის თეზისები

 



უშუალო საუბრების სერია: ნათია ფუტკარაძე, როზა კლარკი და სუზან კოლინზი დოისა და ქროსრეფის შესახებ / Colloquial meeting series Natia Putkaradze, Rosa Clark and Susan Collins About Crossref and DOI



უშუალო საუბრების სერია: შეხვედრა სიმპოზიუმის თავმჯდომარესთან, დოქტორანტ დავით ნასყიდაშვილთან და არქეოლოგიის დოქტორ ემანუელე ინტალიატასთან



უშუალო საუბრების სერია: შეხვედრა სიმპოზიუმის თავმჯდომარესთან, დოქტორანტ დავით ნასყიდაშვილთან და არქეოლოგიის დოქტორ პოლ ვოდსვორთთან

 



უშუალო საუბრების სერია: შეხვედრა სიმპოზიუმის თავმჯდომარესთან, დოქტორანტ დავით ნასყიდაშვილთან და არქეოლოგიის დოქტორ, პროფ. ებერჰარდ ზაუერთან



IV საერთაშორისო სიმპოზიუმის შრომები (ISYSH - IV)

 

ახალგაზრდა მეცნიერთა IV  საერთაშორისო სიმპოზიუმის შრომების კრებულის სანახავად მიჰყევით ბმულს.