ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო
სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში


ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ძირითადი მომხსენებლები


 ნინო ჩიქოვანი

ნინო  ჩიქოვანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესების სფერო მოიცავს კულტურული იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და მეხსიერების პოლიტიკის, კულტურული ტრავმის, ინტერკულტურული კომუნიკაციის  პრობლემებს. მისი მონაწილეობით ან ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევითი პროექტები ეხებოდა მრავალკულტურულ გარემოში იდენტობის ფორმირების, საქართველოში ებრაული იდენტობის ჩამოყალიბების, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ტრავმული და ტრიუმფალური გამოცდილების, ქართული საისტორიო მასტერ ნარატივისა და ისტორიის სწავლების პრინციპების ჩამოყალიბების საკითხებს, ესენია: საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე; ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები; მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სატრენინგო კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება; ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე; იდენტობის ნარატივები მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში: მრავლეთნიკური ქართველი ერის სათავეებთან; „იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: „უცხო" და „ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში; მითები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში.

დასახელებულ პრობლემატიკას ეძღვნება ნინო ჩიქოვანის ნაშრომები: საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე (თანაავტორი, თბილისი, 2022); მთაწმინდის პანთეონი: მეხსიერების ადგილი და იდენტობის სიმბოლო (Caucasus Survey, volume 9, No 3, November 2021; ახალი მეხსიერება - ახალი იდენტობა: აქტიური დავიწყება ახალი მეხსიერების ფორმირების პროცესში (საქართველო 1990-2000-იან წლებში) (Eastern Europe-Regional Studies, 2019, 1); საქართველო (თავი 18) (The Palgrave Handbook of Conflict and History Education in the Post-Cold-War Era. 2019); თბილისი როგორც კროსკულტურული ურთიერთქმედების ცენტრი (მე-19-20 საუკუნეების მიჯნა) (La Montagne des Langues et des Peuples. Imbrications et Transferts dans L’Espace du Caucase. Paris, 2019); ებრაული იდენტობა საქართველოში ევროპული კულტურულ-პოლიტიკური ტრადიციის შუქზე (მე-20 საუკუნის დასაწყისი) (Frankfurt Jewish Studies Bulletin, 42, 2018); საბჭოთა პერიოდი პოსტსაბჭოთა მეხსიერებაში: როგორ ყალიბდებოდა ახალი მეხსიერება საქართველოში (Time and Culture/Temps et Culture, Bucharest, 2017); იდენტობის ნარატივების ფორმირება საქართველოში მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე (Les Constructions Identitaires dans les Espaces Francophones D’Europe Orientale et D’afrique. Publications de l’Institut des Etudes Africaines, Rabat, 2016); ეთნიკური უმცირესობანი საქართველოს ისტორიაში: პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიის სახელმძღვანელოები (Exchange, Dialogue, New Divisions? Ethnic Groups and Political Cultures in Eastern Europe. Fribourg Studies in Social Anthropology, 45. Zürich, 2016.

 

 

 

 

ფრენკ ჯეიკობი

ფრენკ ჯეიკობი   არის მსოფლიო ისტორიის პროფესორი ნორდის უნივერსიტეტის (ნორვეგია) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მას ასევე ეკავა აკდემიური პოზიციები ნიუ-იორკისა და  ვიურცბურგის უნივერსიტეტებში. მისი კვლევის ძირითადი ინტერესებია პოსტ-იმპერიული ტრანსფორმაციები, ერის მშენებლობა და ნაციონალიზმი, შედარებით ისტორია, პოპულიზმი, ომთან დაკავშირებულ იდენტობები, სამხედრო ისტორია, ჰოლოკოსტი, ცივი ომი, თანამედროვე გერმანიისა და იაპონიის ისტორია, ტრანსნაციონალური ანარქიზმი, რევოლუციების შედარებით შესწავლა. 

ფრენკ ჯეიკობი დაკავებულია მრავალმხრივი კვლევითი აქტივობით, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, ჩართულია არაერთი ჟურნალისა და კრებულის გამოცემაში, მათ შორის, გლობალური ჰუმანიტარია, გენოციდი და მასობრივი ძალადობა რადიკალიზმის ეპოქაში, გლობალური სამხედრო კვლევების მიმოხილვა და სხვა. ფრენკ ჯეიკობს გამოცემული აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი. დღეს იგი მუშაობს რევოლუციის თეორიის სფეროს ხელახალ განსაზღვრაზე.

 ფრენკ ჯეიკობის ბოლო პუბლიკაციები მოიცავს შემდეგ მონოგრაფიებს: Emma Goldman: Identitäten einer Anarchistin (Hentrich&Hentrich, 2022), აღმოსავლეთ აზია და პირველი მსოფლიო ომი (De Gruyter, 2022) და Revolution: Wer, warum, wann und wie viele? (Büchner, 2022). გარდა ამისა, იგი არის ორი ანთოლოგიის რედაქტორი: ნაციონალიზმი ტრანსნაციონალურ ეპოქაში და ნაციონალიზმი და პოპულიზმი(De Gruyter 2021, 2022) (ორივე მათგანი გამოიცა ქარსთენ შაფქოუსთან თანარედაქტორობით).

ფრენკ ჯეოკობი კითხულობს სხვადასხვა სასწავლო კურსს, რომლებიც ეფუძნება მის მრავალფეროვან და მდიდარ გამოცდილებასა და კვლევით ინტერესებს. ჯეიკობის მიერ შემოთავაზებული კურსები ეხება მსოფლიო ისტორიის საკითხებს, განვლილი ორი საუკუნის ისტორიას, ისტორიის თეორიას და მეთოდებს, ცივ ომს და საერთაშორისო ურთიერთობებს, რუსეთის რევოლუციას, ჰოლოკოსტს, ყოველდღიურ ცხოვრებას მსოფლიო ომების დროს და სხვა.

 

 

 

 

  

სვეტლანა სუვეიკა

სვეტლანა სუვეიკა არის რეგენსბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატდოცენტი და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ლაიბნიცის ინსტიტუტის (IOS, რეგენსბურგი) მკვლევარი. იგი იყო გოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიის პროფესორი და მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის (კიშინოვი) ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს პრესტიჟული სტიპენდიები: ჰუმბოლდტის სტიპენდია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ლაიბნიცის ინსტიტუტში (რეგენსბურგი) (2012-2014), ფულბრაიტის სტიპენდია სტენფორდის უნივერსიტეტში (2009-2010). მისი კვლევითი ინტერესის სფეროა აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორია XIX-XXI საუკუნეებში, აქცენტით რუმინეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე; იმპერიის ისტორია (რუსეთის იმპერია); სასაზღვრო რეგიონების (ბესარაბია, დნესტრისპირეთი) ტრანსნაციონალური და ურთიერთგადაჯაჭვული ისტორია; ოკუპაციისა და ომის კვლევა (პირველი და მეორე მსოფლიო ომი); ძალადობის ისტორია (მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი); მეხსიერების კულტურა და ისტორიის პოლიტიკა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში XX-XXI საუკუნეებში.

პუბლიკაციები: პოსტიმპერიული შეხვედრები: ბესარაბიის ტრანსნაციონალური დიზაინი პარიზში და სხვაგან, 1917–1922, Berlin, Boston: De Gruyter, 2022; გერმანულისაპარლამენტოგამოსვლებიომებსშორისპერიოდისრუმინეთშიწარმომადგენელთასაბჭოსადასენატისოქმებიდან (1919-1940), პოლ სეულენის, ნატალი სტეგმანის, სვეტლანა სუვეიკასა და ალბერტ ვებერის თანამშრომლობით, DigiOst Band 13, Institut für Ost- und Südosteuropaforschung Regensburg. Berlin: Frank &Timme, 2021; პიანინოები და ნახატები დნესტრისპირეთიდან: „კულტურული ნადავლი“ და ებრაული კულტურული ფასეულობების ძარცვა რუმინეთის ოკუპაციის დროს (1941-1944 წწ.), Journal of Holocaust Research, Nr. 3, November 2022, 261-280; ბესარაბია პირველ ომისშემდგომ დეკადაში: მოდერნიზაცია რეფორმების მეშვეობით (1918-1928), Chisinau: Pontos 2010.

 

 

 

 

 

  

 

მიტია ველიკონია

დოქტორი მიტია ველიკონია არის ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) კულტურის კვლევების პროფესორი და კულტურისა და რელიგიის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. მისი ძირითადი კვლევის სფერო მოიცავს თანამედროვე ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის პოლიტიკურ იდეოლოგიებს, სუბკულტურებსა და გრაფიტი კულტურას, კოლექტიურ მეხსიერებასა და პოსტსოციალისტურ ნოსტალგიას. მიტია ველიკონია იყო მიწვეული პროფესორი კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში (2002, 2003), კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, 2009, 2014), რიეკას უნივერსიტეტში (2015), სანკტ პეტერბურგის ნიუ იორკის ინსტიტუტში (2015, 2016), იელის უნივერსიტეტში (2020), ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარი ფილადელფიაში (2004/2005), მიწვეული მკვლევარი ნიდერლანდების უმაღლესი კვლევების ინსტიტუტსა (2012) და ნიუ იორკის უნივერსიტეტის  რემარკის ინსტიტუტში (2018). მისი მიღწევებისათვის მიტია ველიკონიას მინიჭებული აქვს ექვსი ეროვნული და ერთი საერთაშირისო ჯილდო (ევროპის განათლებისა და კომუნიკაციის საზოგადოების ერაზმუს ევრომედიის ჯილდო, 2008).

მონოგრაფიები: პოსტსოციალისტური პოლიტიკური გრაფიტი ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში (London and New York: Routledge, 2020, თარგმნილია სერბულ, ალბანურ, სლოვენურ, მაკედონურ და უკრაინულ ენებზე); რჩეული უმცირესობა - ფეხბურთის ფანების გრაფიტისა და ქუჩის ხელოვნების ესთეტიკა და იდეოლოგია (Los Angeles: Doppelhouse Press, 2021), 2022 წლის Next Generation Indie Book Awards ფინალისტი; როკ’ნ’რეტრო - ახალი იუგოსლავიზმი თანამედროვე პოპულარულ მუსიკაში სლოვენიაში (სოფია, ლიუბლიანა: 2013); ტიტოსტალგია - იოსიპ ბროზის ნოსტალგიის კვლევა (Ljubljana 2008);  ევროზი - ახალი  ევროპაცენტრიზმის კრიტიკა (Ljubljana, 2005); რელიგიური  სეპარაცია და პოლიტიკური შეუწყნარებლობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში (College Station: Texas A&M UP, 2003).